logo
ENG



ოზურგეთის საპატიო მოქალაქედ ჩხარტიშვილის ცოლიც დაასახელეს და ქმრისგან 10 000 ლარი აჩუქეს

07 ნოე 202215:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/fwvhhfkd3yrq0du.jpg

დღეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს, რომელთა შორის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ცოლი, ნანა გოთუაც მოხვდა. ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, გამარჯვებულებს ბიზნესმენმა 10 000-10 000 ლარი გადასცა.

ავთანდილ თალაკვაძემ ვანო ჩხარტიშვილს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებისთვის Facebook-ზე მადლობა გადაუხადა.

"მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000-10 000 ლარი გადასცა", - წერს ის.

გოთუას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება "ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის" მიენიჭა.

"შენ მშობლიურ მხარეში რომ საპატიო მოქალაქეობას განიჭებენ, ეს რაღაც სხვა..განსხვავებული ემოციაა", - დაწერა მან.


close დახურვა