logo
ENG



ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ ირპინში, სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს

03 მაი 202221:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/dgwrkoqtu5fws94.jpg

ირპინის მერის, ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, ტერიტორიის რუსებისგან გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში, სულ მცირე 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მარუშკინის თქმით, დაღუპულთაგან 185 ადამიანი იდენტიფიცირებულია, მათი უმეტესობა მამაკაცია, რომელთა გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებია.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ სულ მცირე, 5 ადამიანი შიმშილითა და ტვინის დაზიანებებით გარდაიცვალა. 5 ადამიანი კი ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში ოკუპანტებმა დახვრიტეს.

უკრაინელებმა ქალაქი ირპინი ოკუპანტებისგან 28 მარტს გაათავისუფლეს.

 


close დახურვა