რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის 30 ივლისს უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
უწყების ცნობით, ლაშა ხეთერელის გათავისუფლების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).