ოკუპანტებმა უკრაინის მძინარე ქალაქებს ცეცხლი გაუხსნეს. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა ე.წ. შაჰიდის დრონები გამოიყენეს. თავდასხმა რამდენიმე რეგიონში მოხდა - კერძოდ, ვინნიცის, ჩერკასის, ხმელნიცკისა და ჩერნოვიცკის ოლქებში.
ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა ე.წ. დრონებით თავდასხმას ნგრევა ან მსხვერპლი, თუმცა უკრაინული ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ, რომ ქვეყნის მასშტაბით აფეთქებების ხმა ისმოდა.