რუსი ოკუპანტები ხერსონს თავს რამდენჯერმე დაესხნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პირველი თავდასხმა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე თავდასხმა 19:00 საათზე განმეორდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ოკუპანტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაღაზიასთან ახლოს ჩამოაგდეს. დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია.