ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე ოკუპანტები 9 ჰექტარ ტერიტორიას გვართმევენ, ხელისუფლება კი უმოქმედოდაა.
ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცენტის გადატანაში ადანაშაულებს.
"შემოჭრის სიღრმე მერყეობს 120 მეტრიდან 300 მეტრამდე და ეს ახალი ხაზი, რომელსაც ოკუპანტები ქმნიან, პარალელურად მიუყვება ძველ საოკუპაციო ხაზს. საუბარია 9 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ომის შედეგად არ დაგვიკარგავს", - განაცხადა ქაცარავამ