logo
ENG



კორძაია: ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს, რომ დაჩაგროს საკუთარი საზოგადოება

13 ნოე 202014:36
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/13/cy3yrescvmq8loe.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დასაჩაგრად ყველა მეთოდს იყენებს.

კორძაიამ გუშინ, 12 ნოემბერს ნაკრების თამაშის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს გაურკვეველი რეგულაციების გამო ჩაგრავს და მათ ეს არ უნდა შერჩეთ.

"სამწუხარო ის არის, რომ ყველა მეთოდს იყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაჩაგროს საკუთარი საზოგადოება. ამაზე მეტი სისასტიკე ხელისუფლებამ არ შეიძლება ჩაიდინოს. საზოგადოების და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ხელისუფლება, ყველა ღონეს იმიტომ ხმარობს, რომ დაჩაგროს მოქალაქეები და 500 ლარს პრემიას რომ აძლევს პოლიციელებს, მაშინ როდესაც 2000 ლარით აჯარიმებს, სრულიად გაურკვეველი რეგულაციების გამო მოქალაქეებს, ეს არის კატასტროფა, ეს არის ადამიანების ჩაგვრა და ეს არ უნდა შერჩეს ამ ხელისუფლებას", - თქვა კორძაიამ გადაცემაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.

გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ნაკრების თამაშს სტადიონის ტრიბუნიდან ქართული ოცნების წარმომადგენლები უყურებდნენ.


close დახურვა