logo
ENG



ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი 24 საათში 429-ჯერ დაბომბა

09 ივნ 202410:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/09/g52rpbj9zxununi.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობითრუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი 24 საათის განმავლობაში 429-ჯერ დაბომბა.

მისი თქმით, მტრის მიზანში 8 დასახლებული პუნქტი მოექცა. 181 თვითმფრინავი თავს დაესხა გულიაიპოლს, ზალიზნიჩნეს, მალინივკას, სვიატოპეტრივკას, ლევადნეს, რობოტინს, მალა ტოკმაჩკასა და ნოვოანდრიივკას.

ამასთან, რუსებმა 13 საზენიტო რაკეტა რობოტინსა და მალია ტოკმაჩკასკენ გაუშვეს. 235 საარტილერიო ჭურვი კი - გულიაიპოლში, მალაია ტოკმაჩკაში, ნოვოანდრიევკაში, რობოტინსა და ლევადნაში.

ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფედოროვის თქმით, მესაზღვრეებმა FPV თვითმფრინავების დახმარებით ოკუპანტების სამი ერთეული გაანადგურეს.


close დახურვა