logo
ENG



ოკუპანტებმა მძინარე კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს - ქვეყნის მასშტაბით განგაში მოქმედებდა

04 მაი 202308:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/gfkjglxkd9vzyba.png

ოკუპანტებმა მძინარე კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს და უკრაინის დედაქალაქს ე.წ. კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს.

კიევში საჰაერო განგაში 3 საათზე მეტხანს იყო გამოცხადებული. ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ბოლო 4 დღეში უკვე მესამე საჰაერო თავდასხმაა დედაქალაქზე.

"ოკუპანტები ღამით ისევ თავს დაესხნენ დედაქალაქს. გამოიყენეს ე.წ. კამიკაძე დრონები - საუბარია შაჰიდის დრონებზე. ასევე გამოყენებული იყო რაკეტაც. ასეთი ინტენსიური თავდასხმა დედაქალაქზე ბოლო რამდენიმე თვეში არ მომხდარა", - თქვეს სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ რაკეტის ტიპი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასთაბით იყო ამოქმედებული. ოკუპანტებმა თავდასხმა ოდესაზე და კიდევ რამდენიმე ქალაქზე განახორციელეს. ცნობები დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თავდასხმების დროს არავინ დაღუპულა. 

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევმა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანა სცადა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.

 

 

 

 


close დახურვა