![2023/06/04/p3mpf62ov9gueq4.jpg](/uploads_script3/articles/2023/06/04/p3mpf62ov9gueq4.jpg)
რუსმა ოკუპანტებმა ხარკივს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
რუსების თავდასხმის დროს ქალაქ ვოლჩანსკში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მოგვიანებით ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სოფელ პესჩანოესაც. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
"მტრების თავდასხმას ემსხვერპლა ორი მშვიდობიანი მოქალაქე - 62 და 74 წლის ქალები. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 37 წლის ქალმა და 40 წლის კაცმა. ისინი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ. წინასწარი მონაცემებით რუსები არტილერიიდან ისროდნენ", - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.