![oax95zwkchs1yxg.jpg](/uploads_script3/news/oax95zwkchs1yxg.jpg)
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ე.წ პროკურატურის ცნობით, შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში 8 ივნისის საღამოს, მოხდა. იგორ ნანიევი Niva-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია.