logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა

29 სექ 202213:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/29/wt8adp22wwn5ysz.jpg

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტიდან სტუდენტებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შენობების დაცლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო "კაგებემ" ანონიმურად მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის შენობის დანაღმვის შესახებ.

ამ წუთებში, ადგილზე საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.

გარდა უნივერსიტეტისა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამართალდამცველებმა დაიწყეს ევაკუაცია ცხინვალის ყველა სკოლაში.

"ხუთშაბათს 10:41 საათზე (მოსკოვის დროით) შემოვიდა შეტყობინება, რომ შესაძლოა, დანაღმული იყოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა - ზარი "კაგებეში" ანონიმური წყაროსგან შევიდა. მიმდინარეობს უნივერსიტეტის შემოწმება. შენობიდან სტუდენტები და პერსონალი ევაკუირებულია.

ამ წუთებში, მიმდინარეობს რეგიონში არსებული სკოლებიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. ცხინვალის სასწავლო დაწესებულებები შემოწმდება საეჭვო ნივთებზე" - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში.


close დახურვა