logo
ENG



ოკუპირებულმა დონეცკმა და ლუჰანსკმა რუსეთში "ელჩები" დანიშნეს

06 მაი 202217:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/xr99xbelyn9rx3o.jpg

რუსეთის მიერ ოკუპირებულმა ტერიტორიებმა, დონეცკისა და ლუჰანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებმა მოსკოვში "ელჩები" დანიშნეს.

დონეცკის დე ფაქტო სახალხო რესპუბლიკის ელჩი ოლგა მაკეევაა, ხოლო ლუჰანსკის - როდიონ მიროშკინი.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" 22 თებერვალს აღიარა. ორი დღის შემდეგ კი დონბასში მოქალაქეების "დაცვის" მოტივით უკრაინაში შეიჭრა.

უკრაინაში ომს ოფიციალური მოსკოვი "სპეცოპერაციას" უწოდებს და უპირისპირდება ყველას, ვინც საწინააღმდეგოს ამბობს. სწორედ ამის გამო რუსეთში სამხედრო ცენზურაა დაწესებული, რის გამოც იბლოკებიან მედიასაშუალებები, რომლებიც კრემლისთვის სასურველ ნარატივს არ ავრცელებს.


close დახურვა