ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა სპუტნიკი ავრცელებს.
მათი ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 117 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 14 პაციენტის მდგომაროება მძიმეა.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 332 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 400 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.