![nzdwe6ci4xtser2.png](/uploads_script3/news/nzdwe6ci4xtser2.png)
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 69 ადამიანი დაინფიცირდა, - ამის შესახებ სპუტნიკ აბხაზია იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ვირუსით ასევე 1960 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 602 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.