logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა - კორონავირუსზე ანალიზების პასუხს ელოდებიან

08 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, კორონავირუსზე აღებული ანალიზის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან. ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.-ი ოპერატიული შტაბი აცხადებს, რომ მოზარდი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და ის ერთ საათში გარდაიცვალა. ე.წ.-ი შტაბის მტკიცებით, ბავშვს ბევრი თანდართული ქრონიკული დაავადება ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში წოლით რეჟიმზე იყო.

საოკუპაციო რეჟიმმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაადასტურა. ინფიცირებული ოკუპირებული გაგრის მცხოვრებია, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნდა. დღეს დაავადება კიდევ ერთ პირს დაუდგინეს, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. დღეიდან საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაკეტა. 


close დახურვა