ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვები გახანგრძლივდა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილომა, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 31 მაისამდე ჩაკეტილი დარჩება საზღვარი რუსეთთანაც. შემზღუდავი ზომების გახანგრძლივება 12 მაისამდე შეეხო სასწავლო და სპორტულ დაწესებულებებს, საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კვების ობიექტებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, დე ფაქტო პრეზიდენტმა დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება საჭიროდ მიიჩნია.