logo
ENG



ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიკოსებს მუშაობა პირბადის გარეშე უწევთ

21 მარ 202015:18
3 წუთის საკითხავი
 

მედიკოსებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მუშაობა პირბადეების გარეშე უწევთ. საოკუპაციო რეჟიმი კი საერთაშორისო დახმარებასა და ჰუმანიტარულ ტვირთებზე უარს ამბობს. ამ ინფორმაციას „კავკასიის ხმა“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ დახმაებაზე უარი განაცხადა და ისინი არ მიიღებენ ჰუმანიტარულ ტვირთს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან.  როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები განმარტავენ, ისინი მხოლოდ რუსეთისგან მიიღებენ დახმარებას.

„ცხინვალში მე ვფიქრობ, უფრო არის რისკის შემცველი, მზაობას რაც შეეხება ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ყველანაირად მზად არიან, მაგრამ საავადმყოფოში პირბადეებიც არ აქვს მედპერსონალს ისე გადაადგილდება, იმის ფონზე როცა უკვე კარანტინია მოწყობილი“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში  გააგზავნეს ჰუმანიტარული ტვირთი და მათ მისცეს ის სამედიცინო საშუალებები, რაც არის პირველადი დახმარებისთვის საჭირო, გავრცელებული ინფორმაციით, ნივთები გადანაწილდა აფხაზეთში ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა სხვა კლინიკებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის გალი და ახალგორი, ვინაიდან იქ მცხოვრებ მოსახლეობას არ გააჩიათ საბუთები და ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას.

„პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით კრიტიკული მდგომარეობა არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებთ საგანგაშოა ის, რომ ყურადღების გარეშე რჩება გალი და ახალგორი, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული. როგორც ჩვენ ვიცით, სოხუმმა ამ პერიოდში მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გადანაწილდა სოხუმის ცეტრალურ საავადმყოფოზე, თუმცა არაფერი უთქვამთ გალის საავადმყოფოზე და ჩვენ როგორც ვიცით, იქ მედპერსონალს დღემდე არ მიუღიათ ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცნენ ვირუსის შემთხვევაში. გალის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია დოკუმენტები და ვირუსის არსებობის შემთხვევაში ისინი შეიძლება არ მიიღოს სოხუმის ცენტრალურმა საავადმყოფომ და იმის გამო, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია შეიძლება პრობლემები შეექმნათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის თვალსაზრისით. ახალგორში ვითარება ასევე მდოგმარეობა არ არის სახარბიელო“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლები.

თუ რა მდგომარეობაა კოროავირუსთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.


close დახურვა