logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებს ე.წ სასაზღვრო ზონაში სამეურნეო საქმიანობის უფლება მიეცათ

02 აგვ 202321:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/ou9syb8lmq811e2.png

2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებს საქართველოსთან ე.წ საზღვარზე გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭებათ. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რეგიონების ე.წ სასაზღვრო ზონაში "შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე".

მათ მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ "სასაზღვრო ზონაში გადასავლელად საჭიროა რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოში მისვლა პასპორტით - პირის იდენტიფიცირება, დაზუსტება. სამეურნეო სამუშაოების ადგილი, სახეობა და დრო".


close დახურვა