ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში აცხადებენ, რომ 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულებსა და ობოლ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა Ria Novosti კირილ სტრემოუსოვსა და ვლადიმირ როგოვზე წერს, რომლებსაც სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წევრებს უწოდებენ.
მარტის შემდეგ ხერსონი რუსული არმიის ოკუპაციის ქვეშაა. მოსკოვის მიერ დასმული მმართველობა ამბობს, რომ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმს ჩაატარებს.
მაისის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსული მოქალაქეობის გაცემა ადვილდება. 11 ივნისს კი რეგიონებში პირველი პასპორტების დარიგება დაიწყეს.