logo
ENG



ოლიგარქის მთავრობა საქართველოს წინააღმდეგ

08 აგვ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 

რუსული პროპაგანდით ძმათა სასაფლაოზე. ომიდან 16 წლის თავზე ქართული ოცნება კრემლის რიტორიკით წარდგა. ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები შინაარსითაც და ფორმითაც იმეორებს მოსკოვის გზავნილებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ოლიგარქის ხელისუფლება ომში საქართველოს ადანაშაულებს. წელს სიახლე ისაა, რომ ოცნების წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყანა დასავლეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციაში დაადანაშაულეს. აქამდე ამბობდნენ, რომ სააკაშვილი წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მაგრამ ახლა ივანიშვილის რუსულმა პროპაგანდამ საბოლოო სახე მიიღო. ქართულ ოცნების განცხადებები ქვეყნის დაუფარავ ღალატად და მტრობად შეფასდა.


close დახურვა