ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოზარდის დაღუპვის გამო სეოკ-ის 2019 წლის საანგარიშო სესია და წინასაახალწლო დაჯილდოების ცერემონია გადადო. კომიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ, დღეს, 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაგეგმილი აქვს ორი ღონისძიება - სეოკ-ის 2019 წლის საანგარიშო სესია და წინასაახალწლო დაჯილდოების ცერემონია.
არასრულწლოვანი მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, სეოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიის გადადადების შესახებ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.