logo
ENG



ომბუდსმენი: სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა

13 მაი 202408:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/vwiz6tv0glhvtpd.jpg

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.

"[სახალხო დამცველი] კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ.


close დახურვა