logo
ENG



ომის დაწყებიდან დღემდე დონეცკში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

12 ივლ 202212:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/u7x3bt7jq2vy8rx.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული ძალების მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კირილენკოს თქმით, დონეცკის ოლქში ომის დაწყებიდან დღემდე 1552 ადამიანია დაშავებული. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გუშინ მაშველებმა ქალაქ ჩასივ-იარში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ კიდევ 8 გარდაცვლილი იპოვეს. რუსული ძალების მხრიდან ქალაქ ჩასივ-იარზე თავდასხმას ჯამში 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა