logo
ENG



ომის დაწყებიდან უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 373 კი დაშავდა

20 აპრ 202210:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/7m1af1ohrblw9wc.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 373 კი დაშავდა.

"20 აპრილის დილის მონაცემებით დაღუპული ბავშვების რიცხვი არ შეცვლილა - 205. დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა  - 373“ - აცხადებს პროკურორის ოფისი.

ყველაზე მეტი - 118 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 108.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1141 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 99 კი მთლიანად განადგურდა.

 

close დახურვა