logo
ENG



ომის დაწყების შემდეგ პირველად ბლინკენი ლავროვთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს

28 ივლ 202209:55
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება.

როგორც ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საუბარი შეეხება ორ მთავარ თემას: მარცვლეულის ექსპორტსა და რუსეთში დაკავებული ამერიკელების გაცვლას.

ბლინკენის თქმით, საუბარია ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უილნსა და კალათბურთელ ბრიტნი გრაინერზე, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს.

ამერიკული და რუსული მედია იტყობინება, რომ დაკავებულების გასათავისუფლებლად ვაშინგტონი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გაცვლაზეა თანახმა, რომელიც ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის ხელშეწყობისთვის.


close დახურვა