უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ 197 ბავშვი დაიღუპა. კიდევ 351 ბავშვმა დაზიანებები მიიღო.
უწყებაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დაშავებულია დონეცკისა და კიევის ოლქებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა ან დასახლებული პუნქტები ოკუპანტების მიერ იყო დაკავებული. მათივე ინფორმაციით, მონაცემები საბოლოო არაა.