logo
ENG



ომის 325-ე დღე უკრაინაში

14 იან 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის მორიგი იერიში უკრაინის წინააღმდეგ. ომის 325-ე დღეს საჰაერო განგაში ქვეყნის თითქმის მთელს ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული. დაიბომბა საცხოვრებელი სახლები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის განგაში მოხსნილია, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს სოლედარში. უკრაინის შეიარაღებული ძალის ცნობით, ქალაქზე იერიშს 4000-ზე მეტი ოკუპანტი ემსხვერპლა, 10 ათასი დაჭრილია.

 


close დახურვა