logo
ENG



ონლაინ-გამოცემა ლიბერალმა მუშაობა შეაჩერა

04 დეკ 201922:32
3 წუთის საკითხავი
 
oqeqx3fuotwmcm4.jpg

ონლაინ-გამოცემა „ლიბერალმა“ მუშაობა შეაჩერა. „ლიბერალის“ ოფიციალურ საიტსა და ფეისბუკის გვერდზე ინფორმაცია 29 ნოემბრის შემდეგ არ განახლებულა. გამოცემის დამფუძნებლის, შორენა შავერდაშვილის განმარტებით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რის გადაჭრის გზებსაც ეძებს.

„ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ და ჯერ ვერაფერს გეტყვით. გვაქვს ფინანსური პრობლემები, რომელთან გამკლავებასაც ვცდილობთ“, - განაცხადა შავერდაშვილმა.

2019 წლის ივნისში ლიბერალი ექვსმა ჟურნალისტმა და სამმა რედაქტორმა დატოვა. მათ მედიასაშუალების მომავალთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა ჰქონდათ შორენა შავერდაშვილთან, რის შესახებაც 7 ივნისს აცნობეს. გამოცემის მფლობელმა ჟურნალისტებსა და რედაქტორებს 30 დღეზე ადრე სთხოვა ოფისის დატოვება.

„ლიბერალის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ახალი ონლაინ-გამოცემა „პუბლიკა“ დააარსეს.


close დახურვა