ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება დაიწყო. სიმბოლურად, შენობის ყველა შესასვლელი ბოქლომით დაკეტეს და ამ ფორმით დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ მიეცემათ.
როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა განაცხადა, პროტესტის ეს ფორმა ივანიშვილის ქმედებებთან შედარებით რბილი მიდგომაა. თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიცია ხალხთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები მიიღოს.
"აბსოლუტურად კანონიერი ფორმაა ბოქლომების დადება. როცა კონსტიტუციას თავზე დაახევს ერთი კაცი მთელ ქვეყანას, ეს კიდევ რბილი ფორმაა პროტესტის. შენობაში შესვლას არავინ აპირებს და არავის სჭირდება. სანამ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები არ დაინიშნება ჩვენი პროტესტი გაგრძელდება", - აცხადებს უგულავა.