logo
ENG



ოპოზიციას აინტერესებს არა მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია - ოცნების შეფასებები

23 თებ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ამ წუთებში მემორიალური ღონისძიება მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები, 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპილი იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან. პარალელურად, მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს საარჩენო სისტემასა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პერსპექტივებზე.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ  100-50-ზე შეთავაზება კვლავ მოქმედია და ესაა საუკეთესო ალტერნატივა. 

"ჩვენი აზრით, სწორი კომპრომისული ვერსია, პირველ რიგში, ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას. თუმცა ოპოზიციას აინტერესებს არა მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია და დაძაბულობა. ეს გამოჩნდა კიდეც ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებში", - ამბობს  ირაკლი სესიაშვილი. 

ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აზრს ვერ ხედავს გიგი უგულავას დაკავების შემდეგ. ხელისუფლებაში კი ამას კონკრეტული მიზეზით ხსნიან. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაკავებები და ბრალდებები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა და თავად ხელისუფლება ამ პროცესებში არ ერევა. 

"ოპოზიციას თავად არ უნდა მოსვლა, ამიტომ ასე შორიდან დეპეშების შეთანხმება ძალიან რთულია. ყველა დამნაშავეს, რა დროს მოუწევს კალენდრით, ამაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. ბევრი საქმეა 9 წლის განმავლობაში დაგროვილი. ესაა უზენაესი სასამართლოს გადასაწყვეტი", - აცხადებს ნუკრი ქანთარია.  

 


close დახურვა