logo
ENG



ოპოზიცია იანვრიდან საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას იწყებს

22 დეკ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
z1ci9bvgumrz77l.jpg

ოპოზიცია იანვრიდან საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას იწყებს - ამის შესახებ დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი. 

როგორც ბათუმის ბულვართან შკრებილ მოქალაქეებს „ახალი საქართველოს" ლიდერმა ამცნო, აქციები მოიცავს ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონს, ვინაიდან ივანიშვილის ხელისუფლებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქართული სახელმწიფოებრიობა.

დაანონსებულ წინააღმდეგობის მოძრაობაზე ოპოზიციაში დღეს კონკრეტულად არ საუბრობენ, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მმართველ ძალას აუცილებლად მოუწევს იმ დაპირების შესრულება, რომელიც ივნისის ცნობილი მოვლენების შემდგომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გასცა.

ბათუმში გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე, რომლის მთავარი სლოგანიც „ყველა ერთის წიაააღმდეგ" იყო, სიტყვით გამოდიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები და პოლიტიკური პარტნიორებიც, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს და ყოფილ თანაგუნდელებს ასლან აბაშიძის პერიოდი გაახსენეს.

მასშტაბურ დემონსტრაციაში მონაწილეობა ადგილობრივმა პოლიტიკოსებმაც მიიღეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნების" მმართველობამ ასლან აბაშიძის პერიოდი გაახსენა. ისინი მიიჩნევენ რომ ხელისუფლება აბაშიძის გზას ადგას და მათი მმარველობის დასასრულიც იდენტური იქნება.

მიმდინარე განცხადებებსა და ბათუმში გამართულ აქციებს დუმილით პასუხობენ „ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის აქციას „ოცნების“ ოფისის ფანჯრებიდან უყურებდნენ.

 


close დახურვა