იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზარალი შემცირდეს, ოპოზიცია მმართველ პარტიას საგანგებო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს. მოძრაობა „ლელო" მთავრობისგან ინტერპარტიული საბჭოს შექმნას ითხოვს, სადაც მმართველი გუნდი და ოპოზიცია კორონა ვირუსით გამოწვეულ პრობლემებსა და საფრთხეებზე ერთ ფორმატში იმუშავებენ. მსოფლიო პანდემიის გამო, პარტიაში ამბობენ, რომ გამოწვევების წინაშე დგას თითქმის ყველა სექტორი - ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, უსაფრთხოება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დასახმარებლად მექანიზმების გაძლიერება და კონტროლის გამკაცრება კრიმინალზე, რომლის ზრდაც ეპიდსიტუაციების დროს მოსალოდნელია, ხელისუფლების ოპონენტები ინტერპარტიული საბჭოს შექმნასაც მოითხოვენ, რომელიც გლობალური საფრთხის დასაძლევად პოლიტიკურ ძალებსა და პროფესიულ ჯგუფებს გააერთიანებს.
ოპოზიციის ნაწილი სამართალდამცავ უწყებებს მიმართვას - გაზარდონ საპოლიციო კონტროლი. აფრთხილებენ, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებაში იზრდება კრიმინალის, განსაკუთრებით კი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რისკი.
ხელისუფლებას დღეს საგანგებო განცხადებით მიმართა პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმაც და დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობაში შექმნილი ანტიკრიზისული საბჭო ვითარებას აკონტროლებს და ჯერჯერობით დამატებითი ინტერპარტიული ფორმატის შექმნის საჭიროება არ არსებობს. თუმცა არ გამორიცხავენ, მომავალში ამის საჭიროებაც გაჩნდეს.