უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ორბანი ამბობს, რომ უნგრეთსა და საქართველოს გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება და იციან, რომ "მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს". მისი თქმით, ყოველთვის უნდა იბრძოლონ, რომ კონფლიქტები სამშვიდობო შეთანხმებით, რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
"ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის.
ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან. ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ", - თქვა ორბანმა.
ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა.