logo
ENG



ორბანი: უკრაინა ფინანსური კუთხით არარსებული ქვეყანაა, თუ მხარს აღარ დავუჭერთ, ომი დასრულდება

14 აპრ 202319:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/14/dn4qtsyyf9wjotq.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა "ფინანსურად არარსებული ქვეყანაა" და პარტნიორების მხრიდან დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში "ომი მყისიერად დასრულდება".

ამის შესახებ ორბანმა გამოცემა 24.hu-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„უკრაინა ფინანსური კუთხით არარსებული ქვეყანაა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. მთავარი კითხვაა, შეგვიძლია თუ არა უკრაინის მხარდაჭერა. როგორც კი ჩვენ ვიტყვით, არა, ომი დასრულდება" - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, ევროპა უკრაინას აწვდის ფინანსებს როგორც პენსიებისა და ანაზღაურებებისთვის, ასევე განათლების და ჯანდაცვისთვის, შესაბამისად უკრაინის ბიუჯეტში ამ ფინანსების მიწოდების გარეშე "ვერ გაგრძელდება უსასრულოდ" - თქვა ორბანმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ვიცე მდივანმა დიმიტრი მედვედევმა დადებითად შეაფასა ორბანის განცხადება და დაამატა, რომ დასავლეთიდან დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში "თავად უკრაინაც დასრულდება".

"ყოჩაღ, თამამი და ზუსტია ევროპული პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ მაშინ როცა დასავლეთის მხრიდან დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინა დასრულდება" - განაცხადა მედვედევმა.

 

close დახურვა