უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თვლის, რომ მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ადგილობრივი შეიარაღებული კონფლიქტის სრულმასშტაბიან მსოფლიო ომში გადაზრდასთან.
ორბანმა Kossuth რადიოში ყოველკვირეული ინტერვიუს დროს განაცხადა, სადაც მან ასევე ლეოპარდის ტანკების პირველი ესკადრილიის უკრაინისთვის გადაცემაზე ისაუბრა.
"დღევანდელი ომი ბევრად უფრო მკაცრი და სასტიკია, ვიდრე თავდაპირველად."- თქვა უნგრეთის პრემიერმა.
მისი თქმით, კონფლიქტის ორივე მხარემ უკვე დაკარგა 100 ათასი ადამიანი.
"გერმანიამ დაიწყო [კიევისთვის] ჩაფხუტების გაგზავნით, ახლა კი ტანკებს აგზავნის - და ასევე ფიქრობს მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნაზე."- აცხადებს ორბანი.
"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს იმასთან, რომ ადგილობრივი ომი მსოფლიო ომში გადაიზარდოს."- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ევროკავშირი და NATO-ს მოკავშირეები მუდმივად აკრიტიკებდნენ ორბანის მთავრობას რუსეთისადმი ლოიალობის გამო. იანვარში უნგრეთმა უარი თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობაზე, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ხოლო თავად ორბანმა გასული წლის სექტემბერში მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება.