რა პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალით მოდიან და მიდიან პრემიერები ოლიგარქის ქვეყანაში. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის ორივე ვადაში კორუფციის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გადაიქცა. გაამდიდრა საკუთარი და ცოლის ოჯახის წევრები თუ ახლო ნათესავები. კახური კლანის და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, მისი კორუფციული საქმეების ანგარიშზეა - ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე, ძვირადღირებული საათებისა და ტანსაცმლის კოლექცია, მამისგან მიღებული ასობით ათასი ლარი - ასევე, შვილის სკანდალური ჩარტერი. მეორე ირაკლის ქონება ჯერ ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორც მისი წინამორბედის, მაგრამ მადლობა ღმერთს ისიც შეძლებული ოჯახიდანაა. მდიდარი მამების გარდა ორ ირაკლის კიდევ ბევრი საერთო აქვთ - მათ შორის ერთ-ერთია სიძულვილით სავსე ლექსიკა.
ორი ირაკლის ჯამი - შაბათის ფორმულა
03 თებ 202420:06
3 წუთის საკითხავი