logo
ENG



ორი მარნეულელი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ლალი ტურძელაძე

31 მარ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 
9dmg27inm2pc0vt.jpg

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლალი ტურძელაძის თქმით, მარნეულიდან ბოლოს გადმოყვანილი ორი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომაროება განისაზღვრება, როგორც კრიტიკულად მძიმე, მეორე კი რჩება ბლოკში.

ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგეგმება სასუნთქი აპარატიდან მათი მოხსნა. მისივე განცხადებით, განმეორებითი ტესტის პასუხის შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება ბინაზე.

„ჩვენს კლინიკაში არის 73 პაციენტი, აქედან 19-ია ინფიცირებული. ორი დაგვემატა მარნეულიდან - ერთი ქალი არის კრიტიკულად მძიმე. მათი შემთხვევა დადასტურდა სწრაფი ტესტებით. მეორე ქალი რჩება ბლოკში. მარნეულელებთან კონტაქტი გაძნელებულია ენობრივი ბარიერის გამო - სასწრაფო დახმარების ფორმაში ეს არ ეწერა და, ალბათ დავადგენთ. ძველებს რაც შეეხება, მოხუცი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სავარაუდოდ საღამოს მოვხსნით სასუნთქ აპარატს. მეორე ასაკიანი ქალბატონის მდგომარეობა გამარტივდა. ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსული ქალთან პრობლემა არ გვაქვს. ბელგიიდან ჩამოსული ქალბატონი არის გამოჯანმრთელებისა და გაწერის კანდიდატი - მისი მდგომარეობა იყო რთული, თუმცა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი", - ამბობს ლალი ტურძელაძე.

ლალი ტურძელაძემ ისაუბრა ტესტირების პროტოკოლის შესახებაც - მისი თქმით, ტესტირება უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვისაც გამოუვლინდებაკორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

„ტესტი უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვისაც აქვს სიმპტომი - უნდა დადგინდეს, არის თუ არა კორონა. ეძნელებათ სახლში გადასვლა, თუმცა ასე იტვირთება საავადმყოფოს საწოლები და ეს უნდა გამოვიყენოთ მძიმე პაციენტებთან", - განაცხადა ტურძელაძემ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ისაუბრა პერსონალის დაცულობის შესახებაც - მისი თქმით, საქართველოში მედ. პერსონალი იმაზე უფრო მეტადაა აღჭურვილი, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციებს. 

„ჩვენ ზუსტად ისე გვყავს დაცული თანამშრომლები, როგორც გვასწავლის ჯანმო - ზუსტად მივყვებით პროტოკოლს, ცოტა უფრო მეტადაც. იქ წერია, რომ არაა საჭირო ე.წ. კოსმონავტის ფორმა - ჩვენ კი გვაქვს ეს ფორმაც, მეტად გვყავს შემოსილი, ვიდრე წერია გაიდლაინში. ჩვენს არცერთ ექიმს არავითარი მოვლენები არ აქვს. ყველაზე მეტი რისკი უკავშირდება ინვაზიის პროცესს და მაშინაც დაცულია ყველა წესი", - აცხადებს ლალი ტურძელაძე.


close დახურვა