logo
ENG



ორსული ქალი დღეს დატოვებს კლინიკას - ლევან რატიანი

12 აპრ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ სამი ადამიანი დატოვებს - ამის შესახებ განცხადებას კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, სამ პირს, მათ შორის ორსულ ქალსაც, ორჯერადი ტესტირებით დაუდასტურდა გამოჯანმრთელება.

„ახლა წევს 59 პაციენტი - ორსული პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან. ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. 80 წლის ქალბატონი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მოიხსნა აპარატიდან - ჩაუტარდა ტესტირება და გამოვლინდა ორჯერადად უარყოფითი პასუხი, ის მალე გაეწერება კლინიკიდან. კიდევ ერთი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, მიღებულია ორჯერადად უარყოფითი პასუხი და ისიც დატოვებს კლინიკას. კიდევ ხუთი პირველადი უარყოფითი პასუხი გვაქვს და იმედია, გაეწერებიან ისინიც. ახლა რეანიმაციაში წევს 8 პაციენტი - აქედან სამი ხელოვნურ ვენტილაციაზე, ერთი იყო გუშინ კრიტიკული - ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა. გვყავდა 42 წლის მძიმე შემთხვევა - მასთან არ იყო თანდართული დაავადებები, მაგრამ ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე საათში გადავა თერაპიის განყოფილებაში. ცხრა კვირის ორსულის მდგოამრეობაც სტაბილურია, ბავშებში კი აკლინიკურად მიმდინარეობს. ეს ვირუსი აუცილებლად დაწყნარდება, გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ასეთი აგრესიულობის გარეშე. ვინაიდან ახალია, ეს ვირუსები ბობოქრობენ - შეწყვეტს ის ბობოქრობას",  - განაცხადა ლევან რატიანმა.


close დახურვა