logo
ENG



ოსტინი: რუსეთი მიზანმიმართული სისასტიკით მშვიდობიან მოსახლეობას თავის სამიზნეში აქცევს

04 დეკ 202216:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/2n2jkwcn32r46q0.jpg

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართული სისასტიკით მშვიდობიან მოსახლეობას თავის სამიზნეში აქცევს.

"რუსეთი მიზანმიმართული სისასტიკით მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავის სამიზნეში აქცევს. რუსულმა ჯარებმა ათასობით უკრაინის მოქალაქე მოკლეს. რუსეთის თავდასხმებმა გამოიწვია ბავშვების დაღუპვა, სკოლებისა და საავადმყოფოების დანგრევა", - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ოსტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნები ასეთ იმპერიულ აგრესიას მზარდი განგაშით უყურებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ბრძოლებმა მსოფლიოს აჩვენა ტირანული და სასიკვდილო ომი, რომლის გადატანა არავის სურდა.

2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა ათასობით რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ბოლო კვირებში რუსეთის ფედერაცია უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვით ანადგურებს.


close დახურვა