ბელარუსში, ოფიციალური ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 80% დააგროვა. მის მთავარ ოპონენტს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხმების 6.8% აქვს. სულ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობას.
მედიის ცნობით, არჩევნები მთელი დღის განმავლობაში არეულობისა და მიტინგების ფონზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტობისთვის უკვე მეექვსედ იბრძვის.
ბელარუსის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 80% შეადგინა.
ცნობისთვის, არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემებით პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკააშენკოს 13.7% აქვს