logo
ENG



ოქრიაშვილი: მე დავრჩი ერთადერთი ნაღდ მაჟორიტარად, რომელიც ბოლომდე იცავდა იმ სისტემას

12 სექ 202016:10
3 წუთის საკითხავი
 
jz5rr5z62mhc4kr.jpg

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ერთადერთი მაჟორიტარია, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას მხარს უჭერს.

მისვე თქმით, ის მაჟორიტარები, რომლებმაც პროპორციულ სისტემას მხარი დაუჭირეს "ყალბი" მაჟორიტარი კანდიდატები არიან.
როგორც კახა ოქრიაშვილი აცხადებს მას მხარს, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებიც უჭერენ.

​"ჩვენი მხარდამჭერთა რიგები იზრდება!

რატომ?!- იმიტომ რომ მე დავრჩი ერთადერთ "ნაღდ" მაჟორიტარად, ვინც ბოლომდე იცავდა ამ სისტემას. ყველა დანარჩენმა "ოცნების" წევრმა მაჟორიტარმა, ვინც თავისი ხელით მიაჭირა მწვანე ღილაკს, რომ დმანისს, წალკას, ბოლნისს, თეთრიწყაროს მოსახლეობას აღარ ყავდეს საკუთარი დეპუტატი პარლამენტში, არის ყალბი მაჟორიტარი და დღეს - ყალბი კანდიდატი.

და ზუსტად ამიტომ, მე, როგორც  მაჟორიტარს, ყველა პარტიის მხარდაჭერი მიჭერს მხარს - მათ შორის "ნაციონალური მოძრაობიდანაც" და "ქართული ოცნებიდანაც". -წერს ოქრიაშვილი Facebook გვერდზე.

რამდენიმე კვირის წინ კახა ოქრიაშვილმა, ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია, პროგრესი და თავისუფლება დააარსა. 4 სექტემბერს პარტიამ საარჩევნო ბლოკთან ძალა ერთობაშია მემორანდუმი გააფორმა და ახლა ის ძალა ერთობაშიას დმანისის, ბოლნისის, წალკის და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია.

4 მოწვევის პარლამენტის წევრი 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოქრიაშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მან 66,17%-იანი მხარდაჭერით დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატები. 

ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი იყო მმართველი პარტიის რიგებიდან.

 


close დახურვა