პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და კოშაძეს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა კობა კოშაძეს იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარებას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.