logo
ENG



ოცნებამ საარჩევნო პროგრამის წარდგენა კობახიძის "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" გადადო

30 სექ 202418:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/t47emy3jj7cfzk0.jpg

ოცნებამ პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა "კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" გადადო. ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს.

"ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს"- ნათქვამია განცხადებაში.

31 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 1-ელ ოქტომბერს გაიმართებოდა.


close დახურვა