logo
ENG



ოცნებას ჰგონია, ხალხს მოერევა, მაგრამ ასე არაა - ნინო დანელია

20 ივნ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

მედიამკვლევარი ნინო დანელია აცხადებს, რომ 2019 წლის ივნისის აქციებმა  ცხადყო, რამხელა ძალა აქვს საზოგადოებას და მის აქტიურობას.

ნინო დანელიას განცხადებით, სწორედ საზოგადოებიდან მოდის ძალაუფლება და ხელისუფლებამ ეს უნდა გაიაზროს.

„რეაქცია არის მნიშვნელოვანი. მაყურებელს ახსოვს, რომ არც კობახიძე აპირებდა გადადგომას, არც პროპორციული არჩევნების დაპირებას გეგმავდნენ. ამ აქციების შემდეგ ვნახეთ, რომ საზოგადოებაა გარანტი და მომთხოვნი, რომ ხელისუფლებას გადაედგა ნაბიჯი დემოკრატიისკენ. ჯერ პროპორციული გახადეს სათუო, გახარია ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია დამიზნებით ამოთხრის თუ არა თვალებს მოქალაქეებს. ეს ხალხი არ აპირებს დანებებას, პუტინს არ დაუჩოქებს. ამითაა გამორჩეული ქართული საზოგადოება და არიან ყველაზე დემოკრატიულები, რადგან მისი არ ეშინიათ. მათ აქვთ ნათელი იდეალი წინ - ქვეყნის თავისუფლება და ახლა ეს არის პროპორციული არჩევნები. საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ მმართველები იყვნენ ისინი, ვისაც აირჩევენ. ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა ევროპულ საზოგადოებაში ცხოვრება.

რასაც თვალს ვადევნებ, ხელისუფლება გაკვეთილს ვერ სწავლობს. ეს ახასიათებს დაბალ პოლიტიკურ ელიტას - ჰგონია, სანამ ღონე ერჩის, შეუძლია მოერიოს ხალხს. ეს ასე არ ხდება - ამას გვასწავლის ისტორია", - ამბობს ნინო დანელია.


close დახურვა