სამოქალაქო აქტივისტები მმართველ პარტიას საბჭოურ გადმონაშთს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტორიტარულ რეჟიმებს.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აცხადებენ, რომ ქართველი ახალგაზრდები არ დაუშვებენ ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარებას და მოუწოდებენ მმართველ პარტიას, დაემორჩილონ ხალხის ნებას.
„შეცვალე“ უერთდება მიმდინარე მოვლენებს და გააპროტესტებს „ქართული ოცნების“ ამაზრზენ ქმედებებს. დაწვეს სსრკ დროშა და ეს არაა მხოლოდ სსრკ დროშა, „ქართული ოცნება“ არის საბჭოური გადმონაშთი. რასაც ეტყვის რუსეთი, იმას აკეთებს „ქართული ოცნება“ და ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება. ვაპირებთ დავრჩეთ სესიის ბოლომდე და მოვუწყოთ მათ სირცხვილის კორიდორები. ისინი არ ემორჩილებიან ხალხის ნებას“, - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.