logo
ENG



ოცნება ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობს

28 იან 202220:50
3 წუთის საკითხავი
 

დაატოვებინებენ თუ არა პარტია ლელოს ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტს. საკითხს პოლიტიკურად ქართული ოცნება გადაწყვეტს. მმართველმა გუნდმა პროცესი უკვე დაიწყო. საპროცედურო კომიტეტის წევრებმა შესაბამისი წერილი უკვე მიიღეს. ოცნებამ თემა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წამოწია. მოსამართლემ ხაზარაძესა და წერეთელთან ერთად გაამტყუნა ჯაფარიძეც, რომელიც დეპუტატია. ლელო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუწყვიტოს პარლამენტის წევრს უფლებამოსილება.  


close დახურვა