logo
ENG



ოცნება ძალაუფლების შენარჩუნების რუსულ გზას ადგას - რაზე მიანიშნებენ პარტნიორები

12 მაი 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი პარტნიორების მოტყუებით გზას სანქციებისკენ ითხრის - საგარეო ურთიერთობების სპეციალისტების თქმით, სწორედ ერთი ნაბიჯი აშორებს „ქართული ოცნების“ ჩინოსნებს ანგარიშების გაყინვამდე და გადაადგილების შეზღუდვამდე

ასეთ შედეგს პროგნოზირებენ ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილ ხელისუფლებას ექსპერტები. მათთვის ცხადია, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს და მმართველი პარტიის გამიჯვნას ახდენს. მძიმე შედეგი კი არა ქვეყანას, არამედ იმ რეჟიმს დაუდგება, რომელმაც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა დაუშვა.

საერთაშორისო გამოცდილება სპეციალისტებს არწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად დგას სანქციების საფრთხის წინაშე.  საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან აქცენტი პოლიტიკურ პატიმრებზე უკვე მკვეთრი ნაბიჯების წინაპირობაა. 

ანალიტიკოსებისთვის დასავლელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასთან შეთანხმების დარღვევაზე თვალს არ დახუჭავს. ისინი ილუზიას უწოდებენ ქართლი ოცნების მოლოდინს რომ, კორონავირუსის პირობებში, შეუსრულებელი დაპირებებისთვის დასავლეთი ვერ მოიცლის. 

 


close დახურვა