logo
ENG



ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს 1 აგვისტოდან დატოვებენ

31 ივლ 202016:26
3 წუთის საკითხავი
clock 834
l05m9dzo0tub3ov.jpg

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს 1 აგვისტოდან დატოვებენ. ინფორმაციას მმართველი გუნდი ავრცელებს.

„1 აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);

გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);


შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);

ნოდარ ტურძელაძე - ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი).

აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა.


close დახურვა