logo
ENG



ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს 1 აგვისტოდან დატოვებენ

31 ივლ 202016:38
3 წუთის საკითხავი
clock 305
eh6r18ko84r8j6u.jpg

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს 1-ლი აგვისტოდან დატოვებენ. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს. 

"1 აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ნოდარ ტურძელაძე - ვაკის რაიონის გამგებელი

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ", - წერია პარტიის განცხადებაში. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა